როდის გაიმართება შუალედური არჩევნები და სად შეიძლება პოსტერების გაკვრა – ახალციხე

February 27, 2023

ახალციხეში, შუალედური არჩევნები 29 აპრილს ჩატარდება. 

არჩევნები კიდევ ცხრა მუნიციპალიტეტში გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები უკვე შეირჩა.

ახალციხეში, არჩევნები მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც დეპუტატი მინაძეს თემში, ზაალ ბერიძე გარდაიცვალა. 

“არჩეული 30 პირიდან, ბოლოს გამართულ ექვს საერთო არჩევნებზე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება აქვს 28 პირს, მათ შორის საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ თანამდებობებზე – 12-ს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს გამართულ სხდომაზე განსაზღვრა ის ლოკაციები, სადაც კანდიდატებს შეეძლებათ წინასაარჩევნოდ ბანერების და პოსტერების განთავსება.

ინფორმაციის მიხედვით, არჩევნები გაიმართება №12 გურჯაანის, №19 თიანეთის, №37 ახალციხის, №45 ცაგერის, №49 თერჯოლის, №57 ტყიბულის, №59 ქუთაისის, №64 სენაკის, №66 ხობისა და №70 ფოთის საოლქო საარჩევნო ოლქებში.