სომხეთიდან რუსეთის მიმართულებით სატვირთო ავტომობილებს საქართველო-რუსეთის საზღვარზე, საბაჟო-გამშვებ პუნქტ “ზემო ლარსზე” გასვლის პრობლემები აქვთ, – ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაან ქერობიანმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, რუსეთის მხარე აღნიშნულს ქვეყანაში მიწოდებული კონიაკის ხარისხის შემოწმებით ხსნის. თუმცა, როგორც გამოცემა The Moscow times-ი წერს, კონიაკის მიმწოდებლებთან პრობლემები წარმოიშვა სომხეთის მიერ “რომის სტატუტის” რატიფიცირების ფონზე.
ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მარტში პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, რომლის რატიფიცირებაც სომხეთის პარლამენტმა გუშინ მოახდინა.
ჩვენ ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს შემოსავლების სამსახურში ვცადეთ, თუმცა როგორც უწყებაში გვითხრეს, საქართველოს მხარეს საცობები არ არსებობს, ხოლო რუსეთის მხარესთან კომუნიკაცია არ აქვთ.