რა და რამდენად სწორად ვიცით ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ უდეში, ადიგენი
პროექტი “საუბრები წყაროსთან” გახლავთ „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს TOK TV. პროექტის მიზანია, კონსტრუქციული, სიღრმისეული, მულტიპლატფორმული მიდგომით, ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში (წალკა, ადიგენი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი) ულტრა-მემარჯვენე რადიკალური განწყობების შემცირებას და დასავლეთის და ევროინტეგრაციის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებას.
ჩვენი რედაქცია ზემოთაღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გეგმავს 20 შეხვედრის გამარტვას. პირველი შეხვედრა წალკაში, სოფელ კოხტაში გაიმართა, სადაც ფერმერმა ბექა გონაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის ბაზარის და იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ევროგაერთიანება საქართველოში მცხოვრები ფერმერებისთვის ახორციელებს.