ავტორი: მირანდა ფუტკარაია
ახალგაზრდა ევროპელი ელჩი 2021-2022 წლებში ვარდი პაპიკიანი ნინოწმინდის სოფელ ფოკადანაა. ის ფოკის ახალგაზრდული ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელია.სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის სამოქალაქო აქტივობა “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამას” უკავშირდება. ვარდი პაპიკიანი დღეს, განათლების, ნატოსა და ევროკავშირის და სხვა თემების შესახებ ინფორმაციას თანასოფლელებს უზიარებს.
ირა ძირკვაძე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში ცხოვრობს. 2017 წლიდან სკოლის მასწავლებელია და 2022 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის მოხვდა. ამავდროულად, სოციალური საწარმო „გუმბათის“ თანადამფუძნებელია. ამბობს, რომ „გუმბათი“ მუნიციპალიტეტში ინფორმაციის გავრცელების წყაროდ იქცა.
ანი ზოროგლიანი ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში ცხოვრობს. მე-12 კლასელმა ახალგაზრდული სათემო ცენტრი „ყველაფერი ჩვენს ხელშია“დაახლოებით 1 წლის წინ დააფუძნა. იდეა ასოციაცია „ტოლერანტს„ ეკუთვნის.
Სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირდება სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის მაკა ბერიძის კარიერაც. ის 2005-დან 2008 წლამდე არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტის” მოწვეული მასწავლებელი იყო. პარალელურად წერდა სტატიებს, მათ შორის მაჰმადიანი მესხების შესახებ. Ასევე, ზრდასრულთა განათლების ცენტრში ეთნიკურ უმცირესობებს ქართულ ენას ასწავლიდა. ახლა კი თვის საქმიანობას სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის პოზიციიდან აგრძელებს.
ახალქალაქის რესურცენტრის ხელმძღვანელი, საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატი ტერეზა ჩივჩიანი ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის “ლაგის” განათლების და ტურიზმის ექსპერტია. Ამბობს, რომ არაქართულენოვან მოსახლეობას სიახლეების დროულად მიღება უჭირს, შესაბამისად Ის ახალქალაქში მცხოვრებლებს ქართულ ენას ასწავლის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში ეხმარება.