სამცხე-ჯავახეთის 7 საკარანტინო ზონაში 497 ადამიანია მოთავსებული.
ახალციხის საკარანტინო სივრცეში – 54 ადამიანია, ხოლო აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში მხოლოდ – 1 პირია მოთავსებული. ბაკურიანის 5 საკარანტინო სივრცეში – 442 ადამიანი იმყოფება.
“გუშინდელთან შედარებით დღეს 10 ადამიანით გაიზარდა რაოდენობა. ყველას მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე არავინ გადაუყვანიათ კლინიკაში და არც კორონავირუსზე ანალიზები აუღიათ,”- ჩვენთან საუბრისას განმარტა რწმუნებულის აპარატის უფროსმა გიორგი მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს COVID-19-ზე აბასთუმნის ფილტვის ცენტრიდან ერთ მოქალაქეს ანალიზები აუღეს. პასუხი უარყოფითი იყო.
საქართველოში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 26 ადამიანია. კარანტინის რეჟიმში – 5550 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირია მოთავსებული.