შაბათ-კვირას ახალციხის ბაზარი დაიხურება

April 2, 2020

შაბათ-კვირას 4-5 აპრილს ახალციხის ბაზარი სადეზინფექციო სამუშაოების მიზნით დაიხურება. ამის შესახებ TOK TV-ს ბაზრის დირექტორმა ვახტანგ ქართველიშვილმა უთხრა.

“დეზინფექცია უნდა ჩავატაროთ და ამიტომ ორი დღე 4-5 აპრილს ვხურავთ ბაზარს. სხვა დღეებში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა,”- განაცხადა ქართველიშვილმა.

მისივე განმარტებით ბაზარში ვაჭრობა მიმდინარეობს დისტანციის დაცვით და ყველა იმ ნორმის მიხედვით, რასაც საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულია კარანტინი და 21:00 – 06:00 საათამდე კომენდანტის საათია.

Leave a Reply