“საქართველოს კარიტასი” ე.წ შინმოვლის პროგრამების განხორციელებას სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს

November 22, 2021

“საქართველოს კარიტასი” ე.წ შინმოვლის პროგრამების განხორციელებას სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს, პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს შესთავაზებენ სოციალურ, სამედიცინო და სხვა მომსახურებას. აქამდე კარიტასი მხოლოდ ახალციხეში მცხოვრებ 130 ბენეფიციარს ემსახურებოდა. 

საქსტატის 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საქართველოში აღრიცხულია 18 500 ადამიანი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოკიდებულია გარეშედამხმარეზე და საჭიროებს შინმოვლას.