ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ევროპაში ყველაზე ძველი მოქმედი სინაგოგა ახალციხეში მდებარეობს. ოფიციალური ცნობებით იგი 1863 წელს აიგო. აქ ყოველკვირეული ლოცვა აღევლინებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ებრაელებმა ახალციხე მასობრივად დატოვეს რაბინის ლოცვას მხოლოდ ებრაულ დღესასწაულებზე გაიგებთ, მაშინ, როდესაც სინაგოგას ტურისტები სტუმრობენ. ახალციხეში ოფიციალური ცნობებით, მხოლოდ ერთი ებრაული ოჯახია დარჩენილი, რომელიც ასევე აღნიშნულ სინაგოგას უვლის. აქვე ინახება, 500 წლიანი ისტორიის მქონე თორა.
სწორედ ეს სინაგოგა მოინახულა დღეს, ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა.
გარდა ებრაელების სალოცავისა, კელი დეგნანი, ახალციხის ამერიკულ კუთხეში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებთან ერთად ლიტერქტურასა და ინგლისური ენის სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამერიკის კუთხე ახალციხეში 2008 წლიდან ფუნქციონირებს.
წყლის ვარგისიანობა, COVID-19-ის დოაგნოსტიკა ცხოველების დააავადებები – კვლევებს ახალციხეში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო და დაავადებათა კონტროლის ლაბორატორიაში ატარებენ – კელი დეგნანმა ლაბორატორიაც მოინახულა.
ამერიკის ელჩი ახალციხეში ორ დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ობიექტს მოინახულებს.