სომხეთის ახალი პრეზიდენტი, რომელიც 3 მარტს აირჩიეს, საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება – ვაჩაგან ხაჩატურიანის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობთ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
დამატაებითი დეტალი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
ვაჩაგან ხაჩატურიანი სომხეთის პრეზიდენტად დაახლოებით სამი თვის წინ აირჩიეს, მან პოსტზე არმენ სარქისიანი ჩაანაცვლა. აქვე შეგახსენებთ, რომ სომხეთში პოლიტიკური საპროტესტო აქციები პერიოდულად ახლდება, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.