უაქციზო სიგარეტის და ალკოჰოლური სასმელების კანონდარღვევით შემოტანის მცდელობა “კარწახის” საბაჟოზე

May 30, 2022

“კარწახის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე, 4 360 ღერი, არადეკლარირებული უაქციზო სიგარეტის და ალკოჰოლური სასმელების კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი გამოვლინდა – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მებაჟეებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული, სატვირთო ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 218 კოლოფი, არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით პირებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.