აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე, არამ ტოროსიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტოროსაინის განცხდებით, მოწინააღმდეგე სხვადასხვა საბრძოლო საშუალებით აგრძელებს შეტაკებას ვარდენისის, სოტკის, არტანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებით.
განსხვავებული პოზიცია აქვს აზერბაიჯანის მხარეს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ საღამოს საათებში “ფართო პროვოკაცია განახორციელა დაშქესანის, ქელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით”.
შეტაკებასთან დაკავშირებით, სომხეთის მთავრობამ რუსეთს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს და რუსეთის სამხედრო ალიანსს მიმართა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები გუშინ განახლდა, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა. მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
რამდენი პირი დაშავდა შეტაკების შედეგად ამის შესახებ არცერთ მხარეს განცხადება არ გაუვრცელებია.