გარდაბანში, სოფელ ქესალოს მცხოვრებლები საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის შესაძლო გასხვისების წინააღმდეგ არიან. ელშად სულეიმანოვი ჩვენ რეპორტიორს რუსტამ მაილოვს ეუბნება, რომ წლებია ეს სკოლა არსებობს და ამ მხრიდან სკოლასთან მისასვლელის დაკეტვა არ შეიძლება.
84 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ადგილობრივი ოპოზიციის ინფორმაციით, საპრივატიზაციო ნუსხაშია შეტანილი და მისის გასხვისების პროცედურები უკვე დაწყებულია. საკითხს შედეგად მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ჩვენმა რედაქციამ ინფორმაცია გადაამოწმა. გაირკვა, რომ ქესალოს საჯარო სკოლის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი საპრივატიზაციო ნუსხაში მართლაც შეიტანეს, 26 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე. ადგილობრივ მთავრობაში გვეუბნებიან, რომ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გასატანად ბევრი პროცედურაა და ერთ-ერთი ფაქტორი არის მოსახლეობასთან შეთანხმება. ჩვენი რეადქცია თემაზე მუშოაბას განაგრძობს.