რუკებით მოყოლილი საქართველოს ისტორია, – მორიგი შეხვედრა  კოხტა მედიათეკაში

October 23, 2023

 რუკებით მოყოლილი საქართველოს ისტორია, – თემაზე წალკის სოფელ კოხტაში, კოხტა მედიათეკაში, მკვლევარი და სამოქალაქო აქტივისტი, სულხან სალაძე გესაუბრებათ.

შეხვედრა 26 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება და ის ღიაა ყველა დაინტერესებულისათვის. კოხტა მედიატეკა წალკაში სისტემატურად მასპინძლობს მსგავს შეხვედრებს, რომელთა შინაარსის ადგილობრივი მოსახლეობის სურვილების გათვალსიწინებით იგეგემება.

სწორედ ამ პრაქტიკის ნაწილია გასულ კვირას კოხტაში, მედიატეკაში გამართული შეხვედრაც, რომელზეც სკოლის მოსწავლეები ფოტოგრაფიის საფუძვლებს და გრაფიკის ღია წყაროებს გაეცნენ.