სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებში წარდგენილმა ერთადერთმა კანდიდატმა მოქმედმა რექტორმა მაკა ბერიძემ გაიმარჯვა. შედეგები დღეს გახდა ცნობილი. ბერიძემ არჩევნებში 8-ვე ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო.
მაკა ბერიძის თქმით, ის მთავარი საკითხები რაზეც მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებს, არის ჰიბრიდული სწავლების მეთოდის დანერგვა, პროფესიული პროგრამების ინტეგრირება და სადოქტორო პროგრამები.
მისივე თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულება კიდევ 4 სამაგისტრო პროგრამის დამატებას გეგმავს