უამინდობის, თოვის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონკრეტული სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეზღუდა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთშიც.
უწყების ინფორმაციით, თოვის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილის 105-110 კმ.იან მონაკვეთზე (კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდა) მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, შეზღუდვებია დაწესებული ბათუმი-ახალციხეს საავტომობილო გზის 86-106 კილომეტრიან მონაკვეთზეც. აქ გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის.
უწყების ცნობით, გზებზე შეზღუდვებია მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე; გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 15-38 კმ-იან მონაკვეთზე; ნაქერალას უღელტეხილზე; გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე; ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 88-125 კმ-იან მონაკვეთზე და მესტია-უშგულის მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს გზის თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები.