ადიგენის სოფელ უდეში, მეწყრულ ზონაში მოყოლილ სამ სახლში მცხოვრებლები გაიყვანეს, როგორც ადიგენის მერიაში გვეუბნებიან, ორმა ოჯახმა ტერიტორია უკვე დატოვა ხოლო ერთი ოჯახი სახლს დღეს დატოვებს.
უდეში მეწყერი დაახლოებით 1 კვირის წინ გააქტიურდა, ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 19 სახლი მოექცა, რომელთაგან 3-ის სასწრაფოდ დაცლის რეკომენდაცია გაიცა.
როგორც ადგილზე, ჩვენს გადამღებ ჯგუფს ადგილობრივებმა უთხრეს სახლის დატოვებას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებდნენ, მათ შორის ნაზი თუმანიშვილი გვეუბნებოდა, რომ შეთავაზებული ფართი, საავადმყოფოს ყოფილი შენობა, დაზიანებული იყო.
ადიგენის მერიაში გვეუბნებიან, რომ თუმანიშვილები დროებით მათი ნათესავის სახლში იცხოვრებენ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელს დაუქირავებენ. რაც შეეხება საავადმყოფოს ყოფილ შენობას, უწყების ცნობით, ეს პირველადი შეთავაზება იყო, მათი ახლანდელი შეთავაზება შემდეგია: ან მოსახლეობა მოიძიებს სახლს და მერია დაუქირავებს, ან – მერია.
აქვე გეტყვით, რომ უდეში მეწყრის შედეგად დაზიანდა საცოხვებელი სახლები და ცენტრალური საავტომობილო გზა. რა გეოლოგიური და ეკოლოგიური კვლევები არსებობს ადიგენის აღნიშნულ ზონასთან დაკავშირებით, რამდენად სახიფათოა ტერიტორია სხვა მცხოვრებელისათვის და რა რეკომენდაციები აქვთ გარემოს ეროვნულ სააგენტოში? კითხვებით ჩვენ უკვე სააგენტოს მივმართეთ, ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.