ჩვენებები პოლიციელების მხრიდან, აქციაზე დაკავებულების წინააღმდეგ – #სტუდია_მონიტორი

February 26, 2024

პოლიციის თანამშრომლებმა საპროტესტო აქციებზე დაკავებულების წინააღმდეგ, ჩვენება არაერხთელ მისცა, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო ჩანაწერები სამართალდამცველის მონათხრობის საპირისპიროს მეტყველებს, სასამართლომ აქტივისტებს ჯარიმა მაინც დააკისრა, – ამის შესახებ “სტუდია მონიტორის” საგამოძიებო მასალაშია საუბარი.

რეპორტაჟის ავტორის, ზურა მოდებაძის თქმით, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც პოლიციელების ნაწილი არც შესწრებია მოვლენებს ისე აძლევდა ჩვენებებს აქტივისტების წინააღმდეგ. სასამართლო კი ობექტური მტკიცებულებების გარეშე მათ სამართალდამრღვევად სცნობდა და ფულად ჯარიმებს აკისრებდა.

საპროტესტო აქციების დროს სისტემამ არაერთი აქტივისტი და ჟურნალისტი დააკავა, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი და მხუთავი გაზი. აქტივისტები სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო და ფინანსური ჯარიმა დააკისრა.

იხილეთ, ვრცელი საგამოძიებო მასალა: