“იმპერიის მიერ გადასახლებულნი”
სამხრეთ ციმბრიში ესტონური საუბრის გაგონებას საერთოდ არ მოელოდები.
ზედა სუიტუკი – მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში, გადასახლებული ფინელების, ლატვიელების და ესტონელების მიერ დაფუძნებული სოფელი, რომელთა შთმომავლებმა სასწაულებრივად შეძლეს თავიანთი კულტურის, ენის და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება. ახლა, ომის დაწყების შემდეგ ეს კავშირი დაირღვა. ვიზებს არ აძლევენ, თვითმფრინავები პირდაპირ არ დაფრინავს, მაგრამ ადგილობრივებისთვის გაცილებით მტკივენული გაუგებრობის კედელია, რომელიც მათსა და მათ ევროპელ ნათესავებს შორის ამოიზარდა. კედელი გაცილებით უფრო მაღალი და მაგარია ვიდრე მეზობლად მდგომი ციმბირის უდიდესი ჰესის კაშხალი.