როგორ შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაცია, როგორც ციფრულ, ისე ბეჭდურ მედიებში – შეხვედრა ახალგაზრდებთან

October 28, 2022

ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეული აღინიშნება. მისი მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ.

ℹ სხვადასხვა წყაროებიდან ყოველდღიურად მიღებული ინფორმაციის ხარისხი დიდწილად განსაზღვრავს ადამიანის აღქმას, რწმენასა და დამოკიდებულებებს.

? მედია და საინფორმაციო წიგნიერება გვაძლევს პასუხებს ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორებიცაა:

? როგორ შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაცია, როგორც ციფრულ, ისე ბეჭდურ მედიებში, შევაფასოთ,  გავაანალიზოთ და გამოვიყენოთ სწორად?

? რა უფლებებით ვსარგებლობთ ციფრულ სივრცეში?

? რა ეთიკური საკითხებია გასათვალისწინებელი ინფორმაციის მოძიების ხელმისაწვდომობისა და გამოყენებისას?

? მნიშვნელოვანი სარგებლის მიღების მიუხედავად დღევანდელ, ციფრულ ეპოქაში, საზოგადოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეც დადგა, მათ შორის, დეზინფორმაციის, ციფრული და კიბერ საფრთხეების, ციფრულ სივრცეში ადამიანების უფლებების დარღვევისა და სხვა მიმართულებებით.

? შესაბამისად, ყოველდღიურად იზრდება მედიაწიგნიერების როლი მეტად უსაფრთხო, სამართლიანი ციფრული სამყაროს ჩამოყალიბებაში, რაც ნათელი და განვითარებული მომავლის წინაპირობა არის.