უცნობი რუსეთი | Неизвестная Россия #3

October 28, 2022

სოფელი ონლაინ

სოფელი, რომლის დასახელება მოსახლეობას არ სურს. მაცხოვრებლების უმრავლესობას სურს, უსაფრთოხების გამო ანონიმურად დატოვონ სოფლის დასახელება. ისინი ფიქრობენ, რომ ამით ზედმეტ ყურადღებას აირიდებენ.

პატარა სოფელი ფსკოვის რეგიონში, 50-მდე მცხოვრებით. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ეს სოფელი ისევე როგორც ირგვლივ სხვა მრავალი სოფელი ნელ-ნელა კვდებოდა, მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდებოდა და ბერდებოდა. მაგრამ როდესაც აქ, უღრან ტყეში, სტრიმის და ვიდეო ბლოგების პიონერი ჩამოვიდა საცხოვრებლად, სოფლის მოსახლეობამ კამერა და შტატივი ისეთივე სამუშაო ხელსაწყოდ აქცია, როგორც ნიჩაბი და ცული. სოფელში ზოგიერთს პოპულარული, საკმაოდ დიდი აუდიტორიის მქონე იუთუბ არხი აქვს.