“ფარეხასთან დამონტაჟდეს სიჩქარის შემზღუდველი კამერები” – პეტიცია

November 25, 2021

ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, სოფელ ფარეხასთან არაერთი ავარია მომხდარა, მათ შორის ფატალური შემთხვევებიც. ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე ავტომობილები ხშირად სიჩქარის გადაჭარბებით გადაადგილდებიან. ამის მიუხედავად ადგილზე არ არის დამონტაჟებული სიჩქარის მაკონტროლებელი კამერა. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით ახალციხელმა სამოქალაქო აქტივისტებმა შექმნეს პეტიცია.ისინი მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას, ე.წ ფარეხას გზაზე კამერები დამონტაჟდეს.

საკითხის განხილვისთვის 1 000 ხელმოწერაა საჭირო, ამ ეტაპზე პეტიციას უკვე 366 ადამიანი აწერს ხელს.

პეტიციის სანახავად და ხელის მოსაწერად იხ. ბმული: https://manifest.ge/item/3506/signiture?page=2