ახალციხელობა 2026 წლისთვის 90 000 ლარამდე თანხის გამოყოფა იგეგმება. ასევე, წელს პირველად იგეგმება ჩატარდეს “ქრისტიანული მუსიკის ფესტივალი” – მუნიციპალიტეტმა “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს” ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში უკვე მიმართა.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ღონისძიება ZMG-ART -მა უნდა განახორციელოს. ასევე იგეგმება „ქრისტიანული მუსიკის ფესტივალის” გამართვაც.
- ამავე დოკუმენტების მიხედვით, იგეგმება 50 ადამიანისგან შემდგარი ორკესტრის დაქირავება, რომელსაც 40 000-მდე ლარის გადაუხდიან;
- დირიჟორისთვის 5 000 ლარია გათვალისწინებული;
- ორ წამყვანს ახალციხის მერია ჯამში 6 000 ლარს გადაუხდის;
ასევე, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მერია წელს 5 საპატიო ახალციხელს გამოავლენს, რომელთა მედლებისთვისაც 2 235 ლარის გამოყოფა იგეგმება.
ღონისძიება 30 ივნისს, შალვა ახალციხელის ხსენების დღეს გაიმართება. ახალციხეში წელს პირველად გაიმართება „ქრისტიანული მუსიკის ფესტივალი” – რას მოიცავს ეს? – ახალციხის მერიიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.
ფოტო: ახალციხის მერია – ახალციხელობა 2025