დღეს ვაზიანის აეროდრომზე ყოველწლიური სწავლება „მტკიცე სული“ (Agile Spirit) დაიწყო, რომელიც შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით საქართველოს მასპინძლობით იმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობს 21 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.
ამერიკის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს არის ერთობლივი წვრთნის შესანიშნავი შესაძლებლობა თავსებადობის, გამჭვირვალობისა და მომზადების გასაუმჯობესებლად, რაც ყოველწლიური სწავლებების ფარგლებში სულ უფრო გააძლიერებს ჩვენს სამხედრო თანამშრომლობას.