აღსრულდა-ტაბიძის და ბაღინაშვილის ქუჩების გზის რეაბილიტაციას საკრებულომ მხარი დაუჭირა

August 23, 2023

ახალციხეში ტაბიძის და ბაღინაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება. საკითხი დღეს ახალციხის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარიც დაუჭირეს.

ახალციხის მერის მოადგილის ილია ზარდიაშვილის თქმით, განკარგულების დაბრუნების შემდეგ ისინი დოკუმენტაციას მთავრობის სხდომაზე განსახილველად გადააგზავნიან, რათა აღნიშნულისთვის თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოს.

ტაბიძის ქუჩის გზის რეაბილიტაციას მოსახლეობა 2018 წლიდან ითხოვს, ჩვენი რედაქცია კი თემაზე 3 წელზე მეტია მუშაობს.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა როგორც მოსახლეობასთან ისე ჩვენ საუბრისას არაერთგზის გასცეს დაპირება, საკითხი ამ დრომდე მოსაგვარებელია.

ილია ზარდიაშვილის თქმით, გზის რეაბილიტაციის გაჭიანურების მიზეზი შემდეგია.