...

,,ჩემპიონებად არ იბადებიან, ჩემპიონები ხდებიან”- რუსლან ბოლქვაძე

June 10, 2026

სამგზის ჩემპიონს  შერეულ ორთაბრძოლებში (MMA), რუსლან ბოლქვაძეს წალკაში, სოფელ ტბეთში მშობლიურ სახლში შევხვდით.  წალკაში,  ოჯახთან ერთად ხულოდან მაშინ გადმოვიდა საცხოვრებლად, როცა სამი წლის იყო. ვარჯიში წალკის სპორტდარბაზში დაიწყო,  შემდეგ  კი  ბათუმში განაგრძო.

ჩემპიონი მომავლის გეგმებსა და ჩემპიონობამდე განვლილ გზაზე გვესაუბრა. 

რუსლან ბოლქვაძემ პროფესიული წვრთნა 16 წლის ასაკიდან დაიწყო, თუმცა მანამდე მისი ყოველი დღე ვარჯიშით იწყებოდა.

ჩემპიონი ამბობს, რომ შრომისმოყვარეა და ამით ბევრს მიაღწია.

ჩემპიონის დედა გვიყვება რომ რუსლანი ძალიან კარგი შვილი და ძმაა, ის ძლიერი საყრდენია საკუთარი დაძმებისთვის, არა იმიტომ რომ ის ჩემპიონია, არა, ის ძალიან კარგი ადამიანია. საოცარი შვილია- ამბობს ნათელა ბოლქვაძე.

ნათელა ბოლქვაძე : ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე  იყო მუშაობა როცა დაიწყო და ოჯახს ფინანსურად ეხმარეობდა. ახლაც როცა ოჯახში საქმეა, ჩამოდის და გვეხმარება.

რუსლან ბოლქვაძე მორიგი ბრძოლისთვის ემზადება.  ასპარეზობა აგვისტოში ბათუმში ჩატარდება, მეტოქე ჯერ უცნობია.

 ,,აგვისტოში, საქართველოს ისტორიაში ასეთი დიდი ტურნირი პირველად ჩატარდება ბათუმში და გელოდებით ყველას.

,,ჩემი  სამომავლო გეგმა და მიზანი არის UFC ეს გახლავთ  ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია  მსოფლიოში შერეულ ორთაბრძოლაში. ჩემი მიზანია მოვხვდე ამ ორგანიზიაში. ვფიქრობ რომ შევაღებ  UFC კარებს. ახლოსაა ეს დრო.  



Tags: , ,