ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე
ძველი ნივთებისგან ახალის შექმნა მარი ირემაძისთვის კარგად ნაცნობი საქმიანობაა. თუ ის ამ საქმეს ადრე სახლში აკეთებდა, ახლა ამის შესაძლებლობა სკოლაშიც აქვს. წალკის სოფელ სამების სკოლაში 2 თვეა მეწარმეობის კლუბი გაიხსნა.
დღეს სოფელ სამების სკოლის სამეწარმეო კლუბის წევრებმა შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა პირველად მოაწყვეს.
სკოლის მასწავლებელი ნაირა დევდარიანი გვეუბნება, რომ სოფლის სკოლებში მსგავსი კლუბების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სამეწარმეო კლუბში საქმიანობით მოსწავლეები სამეწარემო კომპეტენციას იმაღლებენ და სხვებს აქტიური მოქალაქეობის მაგალითს აძლევენ,- გვეუბნება სიქას მცირე გრანტების კოორდინატორი ქვემო ქართლში ცირა თავშავაძე.
სოფელ სამების სკოლაში სამეწარმეო კლუბი იუესაიდის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიხსნა.