ავტორი: მირანდა ფუტკარაია, სოფიკო ქარცივაძე
წალკაში არისტოტელეს ქუჩაზე ე.წ. ზებრა გადასასვლელი დაიხაზა. ეს ქალაქისთვის პირველი დახაზული ქვეითთა გადასასვლელია, წალკაში ამ დრომდე ე.წ. ზებრები დახაზული არცერთ ქუჩაზე არ ყოფილა. პრობელმაზე ჩვენმა რედაქციამ სიუჟეტი რამდენიმე დღის წინ მოამზადა.
რეპორტაჟიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი მერიამ არისტოტელეს ქუჩაზე გადასასვლელი დახაზა. მერიაში გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ცენტრალური ქუჩა შეარჩიეს, შემდეგში კი შესაძლოა სხვა ლოკაციებზეც გაკეთდეს. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ამირან საყვარელიძის ინფორმაციით, იგეგმება ქვეითთა გადასასვლელების დახაზვა სკოლებისა და ბაღების წინ.