ავტორი: მირანდა ფუტკარაია
წალკელმა მასწავლებელმა ბიოლოგიაში 10/10 კრედიტი აიღო მასწავლებლის საგნის გამოცდების შედეგები ცნობილია. ერთ-ერთი მასწალებელი, რომელმაც ბიოლოგიის გამოცდაში უმაღლესი შედეგი მიიღო, ირმა ნანსყანია. ის წალკის მეორე საჯარო სკოლის ბიოლოგიას მასწავლებელია. ამ სფეროში უკვე 20 წელია მოღვაწეობს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა. სულ 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
სულ რამდენმა პირმა გადალახა მინიმალური ზღვარი? უწყებაში გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე რაოდენობა ცნობილი არ არის, რადგან ეს პირველადი შედეგებია.