ავტორი: მირანდა ფუტკარაია
წალკის მუნიციპალიტეტის მერია , ადგილობრივი გზების, ქ. წალკის ქუჩების ცემენტობეტონის საფარის რეაბილიტაციის, გზების სავალი ნაწილის შეკეთების, თოვლისგან გაწმენდის,სანიაღვრე არხების გაწმენდის და სხვა სახის მოვლა-შენახვის სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს 200 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. თანხა 2023 წლის ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერი 8 ნოემბერს გამოცხადდა .
Სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულება შპს არწივანთან გაფორმდა.
კონკრეტულად რა სამუშაოები უნდა განახორციელოს გამარჯვებულმა კომპანიამ , შპს არწივანს დავუკავშირდით. როგორც კომპანიის დირექტორი მამუკა გელაძე გვეუბნება, სამუშაოები ყველა იმ გზაზე განხორციელდება, რომელიც საგზაო დეპარტამენტს არ ეკუთვნის და მერიის საკუთრებაშია.
ხელშეკრულების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება 2024 წლის 1 იანვრის ჩათვლით უნდა შეასრულოს.