წალკელმა ახალგაზრდებმა ნაადრევ ქორწინებაზე იმსჯელეს

January 3, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ადრეულ ასაკში ქორწინება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება-აღნიშნულია სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

 წალკის მუნიციპალიტეტში, საგანმანათლებლო რესურცენტრის  ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში არასრულწლოვანთა ქორწინების 7 შემთხვევა ოფიციალურად დაფიქსირდა. განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით,  წალკის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 1 ივნისიდან 2022 წლის 1 ივნისამდე სხვადასხვა მიზეზით  სულ  27 -მა გოგონამ შეწყვიტა სწავლა. 

ნაადრევი ქორწინების მიზეზებზე,  შედეგებსა  და როლზე  წალკის სოფელ გუმბათში  21 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. Ამ მოტივით 20-მდე ახალგაზრდა პროექტის “«ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია” ფარგლებში შეიკრიბა.

ღონისძება ასოციაცია ტოლერანტის მხარდაჭერითა და TOK TV-სთან თანამშრომლობით  ჩატარდა.შეხევდრას ბორჯომის ბანაკში სპეციალურად გადამზადებული სპიკერები უძღვებოდნენ.  მათ ადგილობრივ თემთან ერთდ  განსახილველად ნაადრევი ქორწინების თემა შეარჩიეს. როგორც Შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი გულადი საგინაძე ამბობს,  ნაადრევი ქორწინების თემა ადგილობრივ თემში პრობლემის სიმწვავის გამო შეირჩა.

2018-2019 წლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც 800-მდე 20-დან 24 წლამდე ქალი გამოიკითხა, დადგინდა რომ  მათგან ყოველი მე-7 ნაადრევად იყო დაქორწინებული. კვლევა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდთან  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად   ჩაატარა.

სოფელ გუმბათში გამართულ შეხვედრაზე წალკელმა ახალგაზრდებმა ნაადრევი ქორწინების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების გზებზეც ისაუბრეს.

პროექტში “ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია” წალკასთან ერთად 4 მუნიციპალიტეტია ჩართული. Პროექტი მიზნად ისახავს თემში არსებული პრობლემების გამოვლენას და მათი გადაჭრის გზების ძიებას.  Მის ფარგლებში უკვე გადამაზადებული თემის ლიდერები ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში ხვდებიან. შემდეგი შეხვედრა იანვარშია დაგეგმილი-ახალი ლოკაციით და ახალი საკითხით.