R
ლიბერთი ბანკი საქართველოს რეგიონებში ახალი ფილიალების გახსნას განაგრძობს. ბათუმის შემდეგ, მომხარებელს წნორში, აღმაშენებლის N28-ში ახალი ფილიალი ყველა საჭირო სერვისს შესთავაზებს. ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია განახლებული ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. ლიბერთის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და მილიონ 700 ათას ფიზიკურ პირს ემსახურება. სერვისს აწვდიან 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესსაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით.