ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეს, თევზჭერის აკრძალული საშუალების – ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 7,280 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი- ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის სულ 5 ფაქტია გამოავლენილი. სამართალდარღვევები ასევე, გამოვლენილია ქვემო ქართლში, იმერეთსა და შიდა ქართლში.
როგორც უწყებაში გვეუბნებიან, სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. უკანონოდ მოპოვებული თევზი, ნავები და თევზჭერის აკრძალული საშუალებები დალუქულია.
ფოტო : გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი