ასპინძის მერიამ ახალი ნაგავმზიდი მანქანა 181 200 ლარად და 50 ნაგვის კონტეინერი 29 500 ლარად შეიძინა – ამის შესახებ ინფორმაცია მერიამ მოგვაწოდა.
როგორც მერიიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
ნაგავმზიდი, მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს: ძველს, ჭობარეთს, ორგორასა და საყუდაბელს მოემსახურება.
ამავე წყაროს ცნობით, ამჟამად მუნიციპალიტეტს ემსახურება სამი ნაგავმზიდი მანქანა და 300 ურნა.
ამავე თემაზე: