ასპინძის მერიამ ახალი ნაგავმზიდი მანქანა და 50 ერთეული ნაგვის ურნა შეიძინა

October 25, 2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი ნაგავმზიდი მანქანა და 50 ერთეული ნაგვის ურნა შეიძინა, რომელიც მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს: ძველს, ჭობარეთს, ორგორასა და საყუდაბელს მოემსახურება.

რამდენი ნაგავმზიდი და ურნები აქვს მუნიციპალიტეტს და საიდან გამოიყო ბიუჯეტი? – ამის გასარკვევად ჩვენ ასპინძის მერს როსტომ მაგრაქველიძეს დავუკავშირდით, მან კითხვებზე პასუხის მისაღებად საჯარო ინფორმაციის   გამოთხოვისკენ მოგვიწოდა.

ჩვენი რედაქცია საჯარო ინფორმაციის მიღების შემდეგ მასალას განაახლებს.