ალიევ-ფაშინიან-მიშელს შორის დაგეგმილი შეხვედრა ოქტიმბერში აღარ შედგება

October 25, 2023

სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევს შორის დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით, ოქტომბრის ბოლოს უნდა გამართულიყო, აღარ შედგება, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა განაცხადა.

კლაარის თქმით, შეხვედრის ჩაშლის მიზეზი დროის ნაკლებობაა.

ამ ეტაპზე უცნობია სამმხრივი შეხვედრის ჩატარების ახალი თარიღი.

აქვე გეტყვით, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა საფრანგეთის, გერმანიისა და ევროსაბჭოს ლიდერების მონაწილეობით უნდა გამართულიყო 5 ოქტომბერსაც, თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.