წალკის სოფელ კუშში ქარმა რიტუალების სახლს სახურავი გადახადა, – ინფორმაციას მერის მოადგილე ფეოხარ პარასკევოვი გვიდასტურებს.
ამავე წყაროს ცნობით, დიდთოვლობის და ქარბუქის გამო საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობის სახურავი დაზიანდა სოფელ სამებაშიც. ხოლო, რამდენიმე სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზა ჩაიკეტა.
რა მდგომარეობაა წალკის მუნიციპალიტეტში, გაიწმინდა თუ არა სოფლებთან დამაკავშირებელი გზა? – TOK TV წალკის მერის მოადგილეს ფეოხარ პარასკევოვს ესაუბრა.
ფეოხარ პარასკევოვის თქმით, საავტომობილო გზა ჩაკეტილია გუმბათი-ჩივთკილისას მიმართულებით, სადაც დაწებულია გაწმენდითი სამუშაოები.
,,დიდთოვლობის გამო გზები იყო ჩაკეტილი, მაგრამ იწმინდება, მუშაობს ტექნიკა და მივყვებით თანმიმდევრულად. დილით გაიწმინდა გზა კოხტა-ხარაბა-ჩრდილისუბნის, თეჯისის და გუმბათი-აშკალას მიმართულებით. სოფელ კუშში, რიტუალების სახლს ქარმა სახურავი გადახადა. რაც შეეხება სოფელ კუშშის საავტომობილო გზას, მცირე მონაკვეთზე დასაყრელია მარილი და დღის განმავლობაში დაიყრება,” – გვეუბნება წალკის მერის მოადგილე.