ხმაური ახალციხის საკრებულოს სხდომაზე. “რუსული კანონის” მხარდამჭერმა, “ოცნების” დეპუტატებმა ევროკავშირისგან გრანტის მიღებას დაუჭირეს მხარი, რომელიც ახალციხეში კულტურული ობიექტების რუკის შედგენას გულისხმობს.
როგორც საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, გრანტის პირველი ეტაპი 5 000 ევროს შეადგენს, მეორე ეტაპი – 8 000 ევროს და მესამე ეტაპზე გათვალისწინებულია 50 000 ევრო. იმ შემთხვევაში, თუ ორ ეტაპს განახორციელებენ გეგმავენ მესამე ეტაპზე ვალის კულტურის შენობის რეაბილიტაციას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”-ს დეპუტატმა, ნატო დარბაიძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ გრანტის მიღებას მხარს “ოცნების” წევრები არ დაუჭერდნენ, რადგან, ციტატა: “ევროკავშირის გრანტია, რასაც ებრძვიან და ამისთვის იყვნენ წასულები აქციაზე,”
სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია საკრებულოს სხდომაზე ხმაური.
საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ლომიძემ თქვა ციტატა: “გრანტი რომელიც მამულის, ენის და საქართველოს, ტრადიციების წინააღმდეგია არ მივიღებთ, ის გრანტი რომელიც ასეთი ღონისძიებისთვის არის განკუთვნილი მე მხარს დავუჭერ”
საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტერები გაშალეს.
აქვე გეტყვით, რომ ახალციხის მერია არ გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ოდენობის და დანიშნულების დაფინანსება მიიღო მუნიციპალიტეტმა უცხოეთიდან 2019-24 წლებში. ნახეთ სტატია: გამჭვირვალობის მომთხოვნი არ გვეუბნებიან თუ რა დაფინანსება მიღო ახალციხის მერიამ უცხოეთიდან