გამჭვირვალობის მომთხოვნი არ გვეუბნებიან თუ რა დაფინანსება მიღო ახალციხის მერიამ უცხოეთიდან 

May 1, 2024

გამჭვირვალობის საბაბით ინიცირებული “რუსული კანონის” მხარდამჭერები არ გვაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დაფინანსება მიიღო ახალციხის მერიამ, უცხოეთიდან 2019-2024 წლებში, რა თანხა შეადგინა ჯამურად და რა დანიშნულებით გამოიყენეს იგი. 

საჯარო ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენმა რედაქციამ 10 აპრილს გამოითხოვა, მას შემდეგ 15 სამუშაო დღე გავიდა, თუმცა უწყებიდან ინფორმაცია მაინც არ მიგვიღია. არადა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 37-ე მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილ ვადებში, საჯარო უწყება ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

რატომ არ გასცემს ახალციხის მერია კანონით განსაზღვრულ ვადებში საჯარო ინფორმაციას? – კითხვით ახალციხის მერიას დავუკავშირდით. უწყებაში გვითხრეს რომ მოიკითხავენ, – ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

აქვე გეტყვით, რომ TOK TV-მ, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, 57 საჯარო ინფორმაციიდან სრული პასუხი 11-ზე მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მოწოდების კანონით განსაზღვრული 10 დღიან ვადას თვეებიც კი გადასცდა, საჯარო უწყებებიდან 23 წერილზე პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს. 

ვინ გვთხოვს გამჭვირვალობას? – ნახეთ სტატია: TOK TV-მ 57 საჯარო ინფორმაციიდან სრული პასუხი 11-ზე მიიღო – ვინ გვთხოვს გამჭვირვალობას 

არა რუსულ კანონს