საღამოსა და განძის მოსახლეობა საძოვრების დაბრუნებას ითხოვს – პროტესტი ნინოწმინდის მერიასთან

May 2, 2024

დღეს, ნინოწმინდის სოფლების, საღამოსა და განძის მოსახლეობა ნინოწმინდის მერიასთან შეიკრიბა, ისინი საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი რადიო NOR ავრცელებს. 

როგორც მერიის წინ შეკრებილები აცხადებენ, საღამოს ტბის მიმდებარედ მიწები, რომლებსაც ისინი საძოვრებად იყენებდნენ ეროვნულ პარკს დაურეგისტრირეს, რადგან ოფიციალურად ტერიტორია მოსახლეობას გაფორმებული არ ჰქონდათ.

სწორედ ამ მიწების დაბრუნებას ითხოვენ აქციის მონაწილეები, რადგან მათი თქმით აღნიშნული საძოვრებით წლებია სარგებლობენ.

განახლება: 16:45

რა პოზიცია აქვს აღნიშნულის შესახებ ნინოწმინდის მერიას? – მთელი დღის განმავლობაში მერთან, ანივარდ მოსოიანთან დაკავშირებას ვცდილობდით თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

ფოტო: Radio NOR-ის ლაივიდან.