ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭო 3-მა პირმა დატოვა

May 2, 2024

ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭო მესამე პირმა, ბიზნესმენმა ალექსანდრე ლომსაძემ დატოვა

“დღეს საქართველო ერთი საკითხის წინაშეა, ან უნდა გადავრჩეთ ან უნდა წავიდეთ ჭაობში.”

“ესენი გვაქანებენ უკან, აზრი აღარ ქონდა ჩემს დარჩენას,” – გვეუბნება ლომსაძე.

ეს უკვე მესამე პირია, რომელმაც “რუსული კანონის” ინიცირების შემდეგ მრჩეველთა საბჭოდ ატოვა.

საბჭო დატოვა მესხეთის თეატრის მსახიობმა, მანუჩარ გოგოლაურმა და “დემოკრატ მესხთა კავშირის” წარმომადგენელმა, ჯაბა ნათენაძემ.

“მთელი ჩემი ცხოვრებაა ვმუშაობ ჩემი ქვეყნისთვის, მიმაჩნია რომ სწორი იყო ცხოვრების ის სტილი, რაც მე ავირჩიე. თანამშრომლობის ფორმატს ვერ ვხედავ,” – ჯაბა ნათენაძე

“იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმუშაოს ადამიანის პრობლემების მოგვარებაზე, ინფორმაცია გვაქვს რომ დაკავებულები არიან 29 აპრილის აქციასთან დავშვრებით სიების შედგენაზე და ხალხის თავების თვლაზე. ამ ფონზე ვერანაირი თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავ, ” – მანუჩარ გოგოლაური