“არაო, არაო, არა რუსულ კანონსო” – აქცია ახალციხეში

May 2, 2024

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ახალციხიდან შეუერთდნენ მოქალაქეები შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.

თბილისში მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან და ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ და მის უკან გაწვევას ითხოვენ.

“რამდენი მოქალაქე გინახავთ რომ მთელი დღე ინტერესით დადიან რომ აი სად ვნახო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება “

“როცა ხალხი სიღარიბეში არიან, გზები უბედურ დღეშია, ყველაფერი უბედურებისკენ მიდის და გამჭვირვალობა გვაინტერესებს თურმე ვიღაცების,” – გვეუბენბა აქციის მონაწილე, ბექა ჩილინგარაშვილი.

“მე მოვედი ჩემს 6 შვილთან ერთად, უფროსები თბილისში არიან აქციაზე, 4 შვილი აქ მყავს”

“მე მინდა ჩემი შვილებისთვის კარგი მომავალი და ეს მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია, არა რუსულ კანონს”

“უნდათ თავისი, გამჭვირვალობა, რუსული გამჭვირვალობა შემოიტანონ და ჩვენ ამის უფლებას ნამდვილად არ მივცემთ,” – ამბობს აქციის მონაწილე, ნატო დარბაიძე.

“მე ჯაშუში არ ვარ. მე 15 წელია, დღე და ღამე ვმუშაობ ჩემი მოსახლეობისთვის. თუ იქნება ეს კანონი არ ვიცი სად ვიქნები, მე ალბათ არ გავაკეთებ იგივე საქმეს, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩემი გაკეთებული საქმე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – გვეუბნება Jnews-ის დირექტორი, რიმა ღარიბიანი

“ფაქტობრივად წყალში იყრება ყველა იმის ღვაწლი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა.”

“მე პირველ რიგში აქ მოვიდე, რომ არ მინდა ჩემმა შვილმა იცხოვროს რუსეთში, სადაც კრიმინალური მაფიოზური ხელისუფლება იქნება. მე მინდა ჩემმა შვილმა იცხოვროს დამოუკიდებელ თავისუფალ ევროპულ საქართველოში,” – გვეუბნება აქციის მონაწილე, ნესტან ბლუაშვილი

“არაო, არაო, არა რუსულ კანონსო” – ახალციხელი ახალგზარდები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მღეროდნენ.