ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
ნინოწმინდის რადიო “NOR”-ის ჟურნალისტი მარტინ აროიანი ნინოწმინდის მერიის შენობაში არ შეუშვეს, – შემთხვევა გუშინ მოხდა, როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჟურნალისტი ამბობს იგი საჯარო დაწესებულებაში, მუნიციპალიტეტში მშენებარე საბავშვო ბაღის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მივიდა.
მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიო “NOR”-ის ჟურნალისტებს მერიის შენობაში არ უშვებენ.
რატომ არ შეუშვეს ჟურნალისტი დაწესებულებაში, რომელიც წესით არამარტო ჟურნალისტისთვის, არამედ ნებისმიერი მსურველისთვის ღია უნდა იყოს ? – მერი, ანივარდმოსოიანი ჩვენს აზარებს არ პასუხობს.
შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. “ორგანიზაცია მოუწოდებს ნინოწმინდის მერიას, ჟურნალისტებს საჯარო შენობაზე წვდომა არ შეუზღუდონ, მით უფრო, თუ ისინი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს აშუქებენ, რაც მათ საცხოვრებელ გარემოს და ყოველდღიურობას ეხება,” – ნათქვამია განცხადებაში.