ოფშორებიდან კომპანიების გადმოტანაზე გადასახადები უქმდება – კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

April 19, 2024

“რუსული კანონის” განხილვის და მიღების პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით და 73 დეპუტატის მხარდაჭერით, მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ოფშორებიდან კომპანიების გადმოტანაზე გადასახადები უქმდება. საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი თანაავტორი, სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილია.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მიღებული კანონპროექტი, მითუმეტეს დაჩქარებული წესით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებსს ემსახურება, აღნიშნულს უარყოფენ მმართველ პარტიაში.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ფიზიკურ პირებს ჩამოეწერებათ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. მათ ეძლევათ შესაძლებლობა ხელახლა, საგადასახადო ვალდებულების გარეშე, განაახლონ საქმიანობა.”

აქვე გეტყვით, რომ 2022 წელს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა კვლევა , რომლის მიხედვითაც 2012-19 წლებში, ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა.

რას გულისხმობს კანონპროექტი და როგორ აფასებენ მის დაჩქარებული წესით მირებას სპეციალისტები, – თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.