“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის პარტიის ახალციხის წარმომადგენლების ნაწილი ნიკა მელიას უჭერს მხარს ნაწილი კი ლევან ხაბეიშვილს – ამის შესახებ ინფორმაციას, პარტიის ახალციხის ოფისის წარმომადგენელი და ახალციხის საკრებულოს, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, დავით ახალკაცი და 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი გვაწვდის.
მელიასთან და ხაბეიშვლთან ერთად პოზიციის დასაკავებლად გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძოლებენ.
ვინ გახდება, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარე, ეს 2023 წლის 29 იანვარს გახდება ცნობილი.