ხაშური-ახალციხე-ვალეს და ბათუმი-ახალციხეს საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, ზემოთაღნიშნული გზის მონაკვეთზე სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ზამთრის საბურავების ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების მქონე ტრანსპორტისთვის.
უწყების ცნობით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გოდერძის უღელტეხილზე.
“ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა. საერთო ჯამში, გაწმენდით სამუშაოებზე 500 ერთეულზე მეტი ტექნიკა მუშაობს, რათა საავტომობილო გზებზე განვლადობა მაქსიმალურად შენარჩუნდეს,” – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.