ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის აშენება იგეგმება, რომელთან თანამშრომლობასაც ახალციხის მუნიციპალიტეტი გეგმავს, – ამის შესახებ ახალციხის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა, მერის მრჩეველთა საბჭოზე ისაუბრა.
ის, რომ თავშესაფრის პროექტი ნამდვილად არსებობს გვიდასტურებენ ბორჯომის მერიაში და გვეუბნებიან, რომ დამატებითი დეტალებისთვის მოგვიანებით დავუკავშირდეთ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი რედაქცია მიუსაფარი ცხოველების შესახებ 2019 წლიდან წერს. ხოლო, ახალციხეში, სოფელ ფარეხას ტერიტორიაზე თავშესაფრის აშენება მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსა, თუმცა ამ დრომდე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.