“უპრობლემო ბავშვები” – რა სჭირდებათ NEET ჯგუფში შემავალ ახალგაზრდებს

February 18, 2023

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

საქართველოში 60 ათასზე მეტი NEET ახალგაზრდაა, – ამის შესახებ საქსტატის 2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

NEET კატეგორიას მიეკუთვნებიან ახალგაზრდები, რომლებიც არ სწავლობენ, არ მუშაობენ და არც ტერენინგებს გადიან. სპეციალისტების შეფასებით ეს ახალგაზრდები არ არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არ იღებენ არაფორმალურ განათლებას და არ მონაწილეობენ არჩევნებში.

საქსტატის ცნობით, NEET ახალგაზრდების რაოდენობამ 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით იკლო თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველო მაჩვენებლის მიხედვით მეორეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის(30%). ეს მაჩვენებელი ევროკავშირში 12-13 %-ია (PMC).

რონდელის ფონდის 2019 წლის კვლევის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდების 3,91 % NEET ჯგუფს განეკუთვნებიან.

რა განაპირობებს ახალგაზრდებში ნულოვან ინტერესს სხვადასხვა საკითხის მიმართ და როგორ შეიძლება შეიცვალოს დამოკიდებულება? ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი ახალგაზრდების საჭიროებებზე 1999 წლიდან მუშაობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მაკა სუდაძეს თქმით, პრობლემა სკოლის ასაკიდან იწყება ე.წ. “უპრობლემო ბავშვით” რომელიც არც სწავლობს, თუმცა არც არაფერს აშავებს, შესაბამისდ ეს ბავშვები ყურადღების მიღმა რჩებიან.

მისივე თქმით, საჭიროა კომპლექსური მიდგომა, სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების ჩართულობა, NEET კატეგორიის ბავშვებისთვის ინტერესების კვლევის ჩატარება, პროფორიენტაცია და მშობლებში ცნობიერების ამაღლება.

მაკა სუდაძე ასევე გვეუბნება, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა დასაქმების ბაზრის სიმწირე და დაბალი ანაზრაურებაა.

რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ახალგაზრდების ჩართულობის მსგავსმა მაჩვენებელმა? ასოციაცია ტოლერანტის ხელმძღვანელის, ცირა მესხიშვილის თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც ადგილზე ვერ(არ) იღებენ განათლებას, ვერ (არ) საქმდებიან მიდიან საზღვარგარეთ.

“ელოდები ხელშესაწყობ გარემოს ახალგაზრდებისთვის თუმცა თავის თავის რეალიზაციის პრობლემის გამო მიდიან საზღვარგარეთ.”

“ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდები ნაკლებ აქტიურობას იმიტომ ირჩევენ, რომ ამის ბენეფიტებს ვერ ხედავენ საზოგადოებაში,” – გვეუბნება CENN-ის პროექტის მენეჯერი, მარიამ ხერგიანი.

საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის 2020-2030 წლების კონცეფციის ერთ-ერთი მიზანი NEET ახალგაზრდების გააქტიურება, “სამუშაო ძალაში მონაწილეობის დროულად შეთავაზება ან მათი სწავლის პროცესში დაბრუნებაა.