რუსული მედიის მიერ გავრცელებული ფოტოები, რომლის მიხედვითაც თითქოს, 9 მაისს რაიხსტაგის შენობაზე საბჭოთა კავშირის დროშა აღმართეს სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის დასტურად ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა ოფიციალური წერილი მიიღო გერმანიის ბუნდესტაგი პრეს-სამსახურიდან, მათი განცხადებით ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არაერთმა მედიამ მიმართა, – ინფორმაციას JRC ავრცელებს.
წერილში კი ვკითხულობთ: ” ეს არასოდეს მომხდარა გერმანიის ბუნდესტაგში!”
რაიხსტაგის შენობის თავზე სულ 4 დროშაა აღმართული – აქედან სამი გერმანიის დროშაა, ხოლო ერთი ევროკავშირის.
გარდა ამისა, თუ გავრცელებულ ფოტო თუ ვიდეო მასალას დავაკვირდებით ვნახავთ, რომ კადრებში მოღრუბლული ამინდია და ხეებიც ფოთლებგაცვენილია, რეალურად კი Google erath გვიჩვენებს, რომ ბუნდესტაგის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები გამწვანებულია.