ნახევარ მლნ.მდე ლარი ყაზბეგის ქუჩის რეაბილიტაცისთვის – ტენდერი

May 11, 2023

ახალციხეში, ყაზბეგის ქუჩის თითქმის ნახევარ კილომეტრიან გზას რეაბილიტაციას, “ქართული ოცნების” შემწირველი კომპანია, შპს “არალი” ჩაუტარებს, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტის მიხედვით, ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს “არალმა” მიიღო და თითქმის ნახევარ მილიონიანი ხელშეკრულება მერიამ კომპანიასთან უკვე გააფორმა.

ამავე წყაროს ცნობით, კომპანიამ სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით 4 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.

ახალციხის მერიაში გვეუბნებიან, რომ თანხის ნაწილი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ნაწილი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.