რამ შეიძლება გამოიწვიოს სატელეფონო კავშვირის შენელება აქციაზე

May 3, 2024

რამ შეიძლება გამოიწვიოს სატელეფონო კავშვირის შენელება? – ეს კითხვა რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესო აქციის მონაწილეებს რამდენიმე დღეა აწუხებთ. თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციის მონაწილეებს, უკვე მეორე დღეა მობილური კავშირით სარგებლობა ხარვეზით უწევთ.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათ, აქციაზე, ყველაზე მეტად გამართული და ხარისხიანი სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი სჭირდებათ. ფიჭური კავშირის ყველა ქართული ქსელი კი აქციების დროს ხარვეზებით მუშაობს.

TOK.TV დაუკავშირდა მაგთის, სელფს და სილქნეტს კითხვით, თუ რატომ იყო მობილური და ინტერნეტ კავშირის სიგნალის მიღება გართულებული რუსთაველის პროსპექტზე 1 მაისს 19 სთ-დან 23 საათამდე.

მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებმა, TOK,TV ის კითხვების გაგზავნა სთხოვეს. – პასუხი დღის ბოლომდე მხოლოდ კომპანია სელფიდან მივიღეთ.

მათი ინფორმაციით ტერიტორიაზე, სადაც კონცენტრირებული იყო მომხმარებელთა დიდი რაოდენობა, შესაძლოა მომხდარიყო საბაზო სადგურის გადატვირთვა.

გთავაზობთ კომპანია სელფის პასუხს.

,,მოგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე სელფის მობილური კავშირი შეუზღუდავად მუშაობს, ასევე ხელმისაწვდომია სელფის 5G მომსახურებაც.

თქვენს მიერ ხსენებულ საათებში, მოცემულ ტერიტორიაზე იყო კონცენტრირებული მომხმარებელთა დიდი რიცხვი და ასეთ დროს, აბონენტთა მიერ მობილური კავშირის ერთდროულ მოხმარებას შეუძლია გამოიწვიოს პერიოდული შეფერხება.

თქვენს მიერ ხსენებულ მონაკვეთში, ჩვენი მობილური ინტერნეტის მოხმარებაზე დაფიქსირდა ძალიან დიდი ზრდა. ბუნებრივია, მობილური კავშირი ითვალისწინებს გარკვეულ სტანდარტულ დატვირთვას და ისეთ დროს, როდესაც ერთ ადგილას ჩვეულებრივზე ბევრად მეტი აბონენტის კონცენტრაციაა, ხდება საბაზო სადგურის გადატვირთვა, რაც დროებით ანელებს კავშირს.

კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სელფის მობილური კავშირი შეუზღუდავად მუშაობს და მომხმარებელს ასევე აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს უსწრაფესი 5G ქსელით.

Tok.tv რედაქცია ელოდება პასუხს, კომპანია მაგთიდან და სილქნეტიდან. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

Tags: , , , ,